პარლამენტის საშემოდგომო სესია 20 დეკემბერს, ბიუროს სხდომით დაიხურება

მე-11 მოწვევის პარლამენტი ორშაბათს შეიკრიბება

საშემოდგომო სესია 20 დეკემბერს, ბიუროს სხდომით დაიხურება.

ამის შესახებ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„დღეს, მართალია, ბოლო პლენარული სხდომაა, თუმცა სესია დღეს არ იხურება. სესია დაიხურება 20 დეკემბერს ბიუროს სხდომით, ვინაიდან გახლავთ ბოლოს წინა პარასკევი. დღეს გვექნება ბოლო პლენარული სხდომა, თუმცა, სესია 20 დეკემბერს ბიუროს სხდომით დაიხურება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.