პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე დღეს თამაზ მოლაშვილს ელიან

თამაზ მოლაშვილი

 დღეს საკანონმდებლო ორგანოში, 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება.

სხდომაზე მოწვეულია თამაზ მოლაშვილი, სულხან მოლაშვილის წამების, არაადამიანური მოპყრობისა და სიცოცხლის უფლების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით.