1692302192
პარლამენტის აპარატის უფროსად კახა ოქროჯანაშვილი დაინიშნა

საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსად კახა ოქროჯანაშვილი დაინიშნა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
„პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა კახა ოქროჯანაშვილის დანიშვნის ბრძანებას 30 იანვარს მოაწერა ხელი.
კახა ოქროჯანაშვილი სხვადასხვა წლებში მუშაობდა: საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილედ, სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში პრემიერ-მინისტრის თანაშემწედ, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილედ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.