რა უძღოდა წინ ხელვაჩაურში ავარიას, რომელსაც 5 წლის ბავშვი ემსხვერპლა
1790623862
პარლამენტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს დაჩქარებული წესით, დღეს განიხილავს. კანონპროექტის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე, ქონების გადასახადისგან გათავისუფლებისთვის განსაზღვრული ოჯახის მიერ მიღებული შემოსავლის ზღვარი 40 000 ლარიდან 100 000 ლარამდე გაიზრდება.
სახელისუფლებო გუნდში განმარტავენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მოქალაქეების საკეთილდღეოდ მიიღება, შედეგად კი, ათი ათასობით მოქალაქე დამატებითი გადასახადებისგან გათავისუფლდება.
„100 000 ალბათ არის ის რიცხვი, რომლის მიღწევაც ძალიან ბევრმა ოჯახმა შეძლო, მაგრამ ჩვენ მაინც ვითვალისწინებთ, რომ შეღავათი ჰქონდეს ადამიანების ამ ჯგუფს, ვისაც 100 000 ლარამდე აქვს შემოსავალი და ეს ადამიანებიც გათავისუფლებულები იყვნენ გადასახადისგან“, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.