პარალელური ხმის დათვლის მონაცემები, როგორც წესი ან არჩევნების დღეს ქვეყნდება, ან მეორე დღეს და აწი შეუძლიათ 2028 წლის საპარლამენტო არჩევნების მონაცემებზე დაიწყონ მუშაობა - ვახტანგ ჩოჩია ISFED-ზე

ვახტანგ ჩოჩია

მათ ან აქვთ მანიპულაციის მცდელობა, რომ ამ გზით ქართველი ხალხის აღქმები შეიყვანონ შეცდომაში, ან შესაძლოა მეორე ვარიანტიც არსებობდეს, რომელიც მმართველმა გუნდმა უკვე გააჟღერა - იმდენად დიდი ზეწოლა იყოს ISFED-ის ხელმძღვანელზე, რომ ის ფიზიკურად ვერ აქვეყნებდეს ამ მონაცემებს, - აცხადებს „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის სპიკერი ვახტანგ ჩოჩია ISFED-ის მიერ პარალელური ხმის დათვლის მონაცემების არგასაჯაროებაზე საუბრისას.

„თუმცა უკვე რაღაც უხერხულ სიტუაციაში შევდივართ. პარალელური ხმის დათვლის მონაცემები, როგორც წესი ან არჩევნების დღეს ქვეყნდება, ან მეორე დღეს და აწი შეუძლიათ 2028 წლის საპარლამენტო არჩევნების მონაცემებზე დაიწყონ მუშაობა“, - აღნიშნავს ჩოჩია.