პაატა სალია: დროებითი საგამოძიებო კომისიის მნიშვნელობა არის, დაადგინოს ის სისტემური დანაშაულები, რაც ხორციელდებოდა 2003-2012 წლებში

პაატა სალია

[დროებითი საგამოძიებო] კომისიის მნიშვნელობა არის, დაადგინოს ის სისტემური დანაშაულები, რაც ხორციელდებოდა 2003-2012 წლებში, იმისათვის, რომ მომავალმა თაობებმა, იმ ადამიანებმა, რომლებსაც არ ახსოვთ სააკაშვილის რეჟიმის სისასტიკე, მიიღოს სწორი, ინფორმირებული გადაწყვეტილება, - განაცხადა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის“ წევრმა, უმრავლესობის დეპუტატმა პაატა სალიამ.

„გადაწყდა, რომ პირველი პირები ვინც უნდა გამოიკითხონ, იქნებიან დაკავშირებული საარჩევნო საკითხთან, ანუ 2003-2012 წლებში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით და შესაბამისად, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება გამოიკითხოს ზურაბ ჭიაბერაშვილი, ნათია მოგელაძე და ლევან გაჩეჩილაძე“, - აღნიშნა სალიამ.

პარლამენტში შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შესწავლა უკვე დაიწყო.