ლოცვა რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ - 26 ივლისი გაბრიელ მთავარანგელოზის ხსენების დღეა
1753504680
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე ობიექტიდან მოსახლეობის გამოყვანას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აღნიშნული ობიექტი დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრება არ არის.
ოთარ გრიგოლიას თქმით, ოპოზიციამ და ოპოზიციურმა ტელევიზიებმა კი ისეთი სურათი დახატეს, თითქოს ხალხი თბილისის მერიამ გამოასახლა.
მისი განმარტებით, ეს არის სრული სიცრუე, რადგან აღნიშნულ ობიექტზე მუნიციპალიტეტის საკუთრება არ ვრცელდება. საკრებულოს უმრავლესობის ლიდერის თქმით, ოპოზიცია და ოპოზიციური ტელევიზიები ცდილობენ ყველა თემა პოლიტიკური სარგებლისთვის გამოიყენონ.
ოთარ გრიგოლიამ პოლიტიკურ ოპონენტებს და ოპოზიციურ მედიას მოუწოდა, მსგავსი საკითხებით მანიპულაციას შეეშვან.
„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ შენობა, საიდანაც გუშინ მოსახლეობა გამოიყვანეს, არ არის თბილისის მერიის საკუთრება. რადგან ახლა წინასაარჩევნო პერიოდია, მერიის და კონკრეტულად მერის მიმართ გაზრდილია ყურადღება და ოპოზიცია ცდილობს ყველა სიტუაცია კახა კალაძის წინააღმდეგ გამოიყენოს. მინდა განვაცხადო, რომ მერიამ თავისი მაქსიმუმი გააკეთა ყველა ეტაპზე იმისათვის, რომ ადამიანები, რომლებიც თბილისში იყვნენ რეგისტრირებულნი, ქირით გაეყვანა. თბილისის მერიამ აბსოლუტურად ყველა სოციალური პასუხისმგებლობა აიღო, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ყველა თემით მანიპულირებას, რაც ძალიან არასწორია. აღსანიშნავია ისიც, რომ ობიექტი, საიდანაც გუშინ მოსახლეობა გამოიყვანეს, მეოთხე კატეგორიის ავარიული შენობაა და იქ ადამიანების ყოფნა, უბრალოდ, საშიშია“, - განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.