ორმაგი სტანდარტის მოცემულობაში მწვერვალებს აღწევს ევროკავშირის ცალკეული ქვეყნების ქმედება, კერძოდ, თუნდაც გერმანიის - დავით მათიკაშვილი

დავით მათიკაშვილი

არ გვსურს, ადამიანის უფლებების დამრღვევები ჩვენს ქვეყანაში ჩავიდნენ - გერმანიის ელჩის ეს განცხადება თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემაა. პიტერ ფიშერს შალვა პაპუაშვილი პასუხობს. სპიკერი აცხადებს, რომ რამდენიმე თვის წინ გერმანიაში ვიზიტით ზურაბ ადეიშვილი იმყოფებოდა, რომელიც, როგორც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელი, ოფიციალურ შეხვედრებს მართავდა და ბუნდესთაგის სტუმრების ლოჟაშიც იმყოფებოდა.

პარლამენტის თავმჯდომარე ადეიშვილის დანაშაულებზე საუბრობს და ამბობს, რომ ადამიანის უფლებების დამრღვევების მიმართ გულწრფელი მიუღებლობის შემთხვევაში, გერმანიის მთავრობა მას ქვეყანაში შესვლას აუკრძალავდა.

მმართველ გუნდში, ევორკავშირის ცალკეული ქვეყნების, კერძოდ კი, გერმანიის ორმაგ სტანდარტებზე საუბრობენ.

"ორმაგი სტანდარტის მოცემულობაში რაღაც მწვერვალებს აღწევს ევროკავშირის ცალკეული ქვეყნების ქმედება, კერძოდ, თუნდაც გერმანიის. სააკაშვილის სადისტური რეჟიმის შემქმნელები და არქიტექტორები როგორ თავისუფლად დაიარებოდნენ ამ ქვეყნებში და ევროპული ორმაგი სტანდარტი, დემოკრატიის შუქურად მონათლული "ნაცმოძრაობის" ხელგაშლილი შეხვედრისა და მართლაც დემოკრატიულად არჩეული საქართველოს ხელისუფლების ზეწოლის და დასანქცირებისა, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ამ უსამართლო, ძალმომრეობით პოლიტიკას, რომელსაც დღეს უკვე, სამწუხაროდ, ვაშინგტონიდან ბრიუსელში გადმონაცვლებული Deep state ახორციელებს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ," - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.