ორის ნახევარზე ეთერები შეწყვიტეს, წავიდნენ, დაიძინეს - ასე იქცევა ის ჯგუფი, რომელიც მართლა ფიქრობს, რომ გაყალბდა რამე? აქ რომ რამე გაყალბებულიყო ან ქართველ ამომრჩეველს რა შეაჩერებდა ან თუნდაც მაგ ოპოზიციას - შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი პარლამენტარებისთვის ხელფასის ზრდაზე

ორის ნახევარზე ეთერები შეწყვიტეს, წავიდნენ, დაიძინეს - ასე იქცევა ის ჯგუფი, რომელიც მართლა ფიქრობს, რომ გაყალბდა რამე? აქ რომ რამე გაყალბებულიყო ან ქართველ ამომრჩეველს რა შეაჩერებდა ან თუნდაც მაგ ოპოზიციას?! - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

„ოპოზიციის მთავარი მიზანი, რაც მათ ჰქონდათ, რომ ხელისუფლება გადაებარებინათ მათი უცხოელი დამკვეთებისთვის, ვერ შეასრულეს და ვხედავთ ახლა კოორდინირებულ კამპანიას, რომ თავს დაესხან ამომრჩეველს და წაართვან მათი არჩევანი. სასაცილო იყო 26 საღამოს, ვნახეთ რა მათი გუნება-განწყობის ცვლილება. კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ „ედისონ რისერჩმა“ გააყალბა ეგზიტპოლი. ეს ცალკე თემაა, რომელიც გამოსაკვლევია ჟურნალისტების თუ სხვების მხრიდან, თუ რა იდგა ამის უკან. ეს იყო კორუფციული გარიგება, რის გამოც გააყალბეს ეს ეგზიტპოლი თუ რა მოხდა.

საღამოს ვნახეთ ჩვენ, რომ ხომ იძახეს გაყალბდა-გაყალბდაო, ვერაფერი ვერ თქვეს. საუბრობდნენ გაყალბდა აპარატურაო. რომ ეკითხებოდნენ, როგორო, ვერ ამბობდნენ. თენგოს გადააბარა, ის აგიხსნითო და თენგომაც ვერაფერი გვითხრა. ეს ცალკე, ამ არჩევნების და ოპოზიციის სახედ დარჩება - „თენგო გაგესაუბრებათ“. ხომ ამბობდნენ გაყალბებული იყოო. სცენა ხომ აწყობილი ჰქონდათ. რატომ არ ავიდნენ სცენაზე?! რატომ დაშალეს და წავიდნენ?! ორის ნახევარზე ეთერები რატომ შეწყვიტეს და დაიძინეს?! ხომ ელოდებოდნენ „ამერიკის ხმა“ და სხვები შემოვლენ უცხოეთიდანო, ჯერ დათვლილი არ იყო. რატომ არ დაელოდნენ იმ შედეგებს? ორის ნახევარზე ეთერები შეწყვიტეს, წავიდნენ, დაიძინეს. ასე იქცევა ის ჯგუფი, რომელიც მართლა ფიქრობს, რომ გაყალბდა რამე?! აქ რომ რამე გაყალბებულიყო, ან ქართველ ამომრჩეველს რა შეაჩერებდა ან თუნდაც მაგ ოპოზიციას რა შეაჩერებდა პროტესტისგან?! წავიდნენ ორის ნახევარზე, დაიძინეს ტკბილად და მშვიდად იმიტომ, რომ იციან ქართველი ხალხისგან მიიღეს პასუხი თავიანთი უსამშობლოობის გამო“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.