1735070054
ორბელიანის მოედნის, დედაენის ბაღისა და იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გახსნილ საახალწლო სოფელში, ყოველდღე სხვადასხვა გასართობი ღონისძიება იმართება
წინასაახალწლო გარემო თბილისში - ორბელიანის მოედნის, დედაენის ბაღისა და იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გახსნილ საახალწლო სოფელში, ყოველდღე 12:00-დან 22:00 საათამდე, სხვადასხვა გასართობი ღონისძიება, კონცერტები, საშობაო ბაზრობა და გამოფენა-გაყიდვები იმართება.
პატარებისთვის მოწყობილია ატრაქციონები, თემატური გასართობი სივრცეები და სანტა კლაუსის სახელოსნო.