კანის კიბოს 5 ნიშანი, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ
1729544903
სინამდვილეში საქართველოს პროკურატურისთვის უნდა მიემართათ იმ ე.წ. პოლიტიკურ აქტორებს, ვინც საუბრობს გაყალბებაზე, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა.
„ახლა მათ მოუწევთ, რომ მივიდნენ პროკურატურაში და მისცენ ჩვენებები. თუ ამისგან შეიკავებენ თავს, ეს იქნება აღიარებითი ჩვენება მათი მხრიდან, რომ ნებისმიერი საუბარი გაყალბებაზე სინამდვილეში იყო მავნებლური ტყუილი“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.
საქართველოს პროკურატურამ არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე გამოძიება დაიწყო და სალომე ზურაბიშვილი გამოკითხვაზე დღეს დაიბარა.