ოპოზიციის წევრებს უფლებამოსილება უნდა შეუწყდეთ, გუნდი საკითხზე იმსჯელებს, ოპოზიციაში ხელისუფლებას კი არა, საკუთარ სამშობლოს უდგანან - დავით მათიკაშვილი

დავით მათიკაშვილი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციის წევრებს პარლამენტში უფლებამოსილება უნდა შეუწყდეთ და ამ საკითხზე გუნდი იმსჯელებს.

როგორც დავით მათიკაშვილი აცხადებს, გამორიცხული არ არის, ცოტა ხანში მათი რიგებიდან პარლამენტში შემომსვლელთა რიგი დადგეს.

„მიმაჩნია, რომ ოპოზიციის წევრებს უფლებამოსილება უნდა შეუწყდეთ, თუმცა გუნდი საკითხზე იმსჯელებს. ეს ის უსამშობლო ადამიანები არიან, რომელთა ადგილი პარლამენტში არ არის და ისინი არ გამოხატავენ ხალხის ინტერესებს. საკუთარ სამშობლოს ოპოზიციაში უდგანან და არა ხელისუფლებას. მათი მხრიდან რადიკალიზმის გამოხატვის ფორმაც უსუსურია. გამორიცხული არ არის, ცოტა ხანში მათი რიგებიდან აქ შემომსვლელთა რიგი დადგეს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.