„ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა, დახუროს მთავარი არხი“ - გიორგი გაბუნიას საგანგებო ბრიფინგი
1733938642
ოპოზიციის ლიდერებმა, მხარდამჭერებთან ერთად მსვლელობით პეკინის გავლით სპორტის სასახლისკენ გადაინაცვლეს, სადაც ლიდერები ადგილზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ.
მსვლელობის პროცესში მოხდა რამდენიმე მცირე ინციდენტი. იქიდან გამომდინარე რომ აქციის მონაწილეებს გადაკეტილი ჰქონდათ საავტომობილო მოძრაობა, მანქანის მძღოლებმა გამოთქვეს უკმაყოფილება ამასთან დაკავშირებით, რასაც აქციის მონაწილეებსა და მძღოლებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა.
ოპოზიციური კოალიციის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ხვალ ისევ სააპელაციო სასამართლოსთან მივლენ, სადაც არჩევნებთან დაკავშირებული საჩივრების განხილვაა დაგეგმილი.