1731519914
ოპოზიციას საპარლამენტო მანდატის ცნობის შემდეგ, მიეცემათ შესაძლებლობა, მიმართონ ერთის მხრივ ცესკო-ს და მეორეს მხრივ პარლამენტის საპროცედურო კომიტეტს მათი უფლებამოსილების შეჩერების მიზნით - ვახტანგ ჩოჩია
მათ [საპარლამენტო] მანდატის ცნობის შემდეგ, მიეცემათ შესაძლებლობა, მიმართონ ერთის მხრივ ცესკო-ს და მეორეს მხრივ პარლამენტის საპროცედურო კომიტეტს მათი უფლებამოსილების შეჩერების მიზნით, - განაცხადა მმართველი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის სპიკერმა ვახტანგ ჩოჩიამ.
ჩოჩია გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და გვარამიას კოალიცია ცესკოსგან პარტიულ სიებში კანდიდატთა რეგისტრაციის გაუქმებას ითხოვენ.
„ოპოზიცია კვლავ აგრძელებს სიცრუეზე დაფუძნებული ნარატივის გასაჯაროებას. ისინი მანიპულაციურად ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. განაცხადეს, რომ ჩახსნიან სიებს ცესკოდან, რაც შეუძლებელია, ამას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. მათ [საპარლამენტო] მანდატის ცნობის შემდეგ, მიეცემათ შესაძლებლობა, მიმართონ ერთის მხრივ ცესკო-ს და მეორეს მხრივ პარლამენტის საპროცედურო კომიტეტს მათი უფლებამოსილების შეჩერების მიზნით“, - აღნიშნა ჩოჩიამ.