კესარიას მკვლელობაში ბრალდებულის, ბექა ჯაიანის ექსპერტიზის პასუხი ცნობილია
1732280077
ოპოზიცია, რომელიც ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას ითხოვს, არის გიორგი კანდელაკის მორალის მქონე ხალხი, რომელსაც არ აქვს სამშობლოს შეგრძნება, რა არის შენი სამშობლო, ერი, ხალხი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, ოპოზიცია რა დავალებებსაც იღებს, ზუსტად ისე მოქმედებს.
„გახსოვთ, როდესაც ვიზალიბერალიზაციის გადაწყვეტილებაზე იდგა საქმე, საბოლოო ჯამში, დაუდასტურებელ ინფორმაციად იყო, რომ გიორგი კანდელაკს და „ნაციონალური მოძრაობის“ მაშინდელ ლიდერებს ბრიუსელის დერეფნები ატალახებული ჰქონდათ მოთხოვნით, რომ უვიზო რეჟიმი არ დაეწესებინათ საქართველოსთვის. ჩვენ ეს მაშინ ვიცოდით, როგორც მოარული ამბავი, რომელიც საჯაროდ არავის დაუდასტურებია. ახლა ხომ ვნახეთ, რომ ეს ხალხი ამის გამკეთებელია. ეს არის გიორგი კანდელაკის მორალის მქონე ხალხი, რომელსაც არ აქვს სამშობლოს შეგრძნება, კუთვნილება, რა არის შენი სამშობლო, ერი, ხალხი. ეს შეგრძნება არ აქვთ. კიდევ ერთხელ დავინახეთ, რა დავალებებსაც იღებენ, ზუსტად ისე მოქმედებენ. მთავარი რაც არის, ამდენი ხანი ხომ იმუქრებიან, რომ მათ უნდათ რაღაც პერსონალური სანქციები და ახლა თინა ბოკუჩავამ, რომელიც ბრძანდებოდა ბრიუსელში და ზუსტად გიორგი კანდელაკის მორალით ატალახებდა ბრიუსელის დერეფნებს. გაგვიმხილა, რომ პერსონალური სანქციების დაწესება ვერ ხერხდებაო, მაგრამ ვნახეთ გამოსავალი, რომ იქნებ მთლიანად ხალხი დავაზიანოთ და ვიზალიბერალიზაციაზე რაიმე გავაკეთოთო. ასეთი მორალის ხალხია, საერთოდ, როგორ მიიღეს ერთი ხმაც საქართველოში. მათივე მხარდამჭერები ახლა რომ ხედავენ, სირცხვილით არ იწვიან? რომ მათ მიერ მხარდაჭერილი ადამიანები დაკავებული არიან იმით, რომ დააზიანონ საქართველო, ჩვენი სამშობლო. მათვის ეს სამშობლო არ არის, მათთვის ეს არის ავანსცენა, რომ გამოვიდნენ, თავი მოიწონონ, აქეთ-იქით იარონ და ხელი ჩამოართვან ვიღაცებს და ფოტოები გადაიღონ ვიღაც უცხოელებთან ერთად, მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ აკავშირებთ, ამიტომაც იღებენ იმ პასუხს ქუჩაში, რასაც იღებენ მათივე მხარდამჭერებისგან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.