"ოპოზიცია ისევ და ისევ თავისი პატრონების დავალების შესაბამისად მოქმედებს, ქართველი ხალხის ინტერესი მათ მხედველობაშიც არ აქვთ" - არჩილ გორდულაძე

არჩილ გორდულაძე

"ქართული ოცნება" ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რაც ქართველი ხალხის ინტერესშია და ქართველი ხალხის ინტერესშია, რომ არჩევნების ლეგიტიმაციას პრობლემა არ შეექმნას," - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

"შესაბამისად, ჩვენ ვთანამშრომლობთ ყველა რელევანტურ ორგანოსთან, იქნება ეს საგამოძიებო ორგანოები თუ სხვა ნებისმიერი დაინტერესებული პირი, რომ მივაწოდოთ ინფორმაცია, რაც ჩვენს ხელთ არსებობს ოპოზიციის მხრიდან კანონის უხეში დარღვევების შესახებ.

ამავდროულად, ოპოზიცია ისევ და ისევ თავისი პატრონების დავალების შესაბამისად მოქმედებს - ქართველი ხალხის ინტერესი მათ მხედველობაშიც არ აქვთ, მხოლოდ და მხოლოდ პატრონების დავალების შესაბამისად, ხელისუფლებაში მოსვლის სურვილი აქვთ," - აცხადებს არჩილ გორდულაძე.