ცნობილია, 2025 წლის 4 მთავარი ფავორიტი ზოდიაქოს ნიშანი
1731702760
ქვეყანაში არის სიმშვიდე და გაგრძელდება ქვეყნის მშვიდი განვითარება. თუ ვინმეს უნდა ქვეყანაში სიმშვიდის დარღვევა და მშვიდობის დარღვევა, რა თქმა უნდა, ჩვენ მათ ამის საშუალებას არ მივცემთ, - მის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით განაცხადა.
„სიმშვიდეს საქართველოში ვერავინ დაარღვევს. ამის იმიტაცია არის მათი საქმე, მაგრამ რეალურად, სიმშვიდე, მშვიდობა არის ის, რაც საქართველოში აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. რაც შეეხება ოპოზიციას, ოპოზიცია ზის დღეს პარლამენტში. რადიკალური ნაწილი თუ არ იქნება პარლამენტში, ამით არაფერი დააკლდება ჩვენს ქვეყანას“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს და საგანგებო რეჟიმზე გადადის.