საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
1732623795
ოპოზიცია ბრძოლის წაგებას გლოვობს და ხალხს ისევ ატყუებს, რომ საქართველოში არის სიტუაცია, რომელსაც შეიძლება რევოლუცია მოჰყვეს, - ასე ეხმიანება რადიკალური ოპოზიციის ქმედებებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი.
„მე ვფიქრობ, რომ ახლა ოპოზიცია ამ თავისი, რომ იტყვიან, უსამართლო ბრძოლის წაგებას გლოვობს და თავის გამართლებას ცდილობს, ყველა ის სუბიექტი, ვინც ხალხს ამ ხნის განმავლობაში ატყუებდა ჯერ გაყალბებული არჩევნებით და მერე ამ თითქოს და გაყალბებული არჩევნების ფონზე რევოლუციის მოწყობით“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.