"ტემპერატურა +34-მდეც აიწევს, თუმცა....“ - მაისის ამინდის პროგნოზი, საქართველოს მასშტაბით
1745843897
ოპოზიციის ხმა იმ პოლიტიკური სამარიდან გვესმის, რომელიც თავად თავიანთი ქმედებებით გაითხარეს, მათ პატრონები ჰყავთ, რომლებიც პირდაპირ პოლიტიკურ სცენაზე არიან გამოსულები, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
კირცხალიას თქმით, ოპოზიციამ ამომრჩეველს შეურაცხყოფა მიაყენა და მანდატებზე უარი თქვა.
„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აგენტებმა და მათმა პატრონებმა საპარლამენტო არჩევნები რეფერენდუმად გამოაცხადეს, თუმცა ამ არჩევნებში 38 პროცენტი აიღეს. დარწმუნებული ვარ, ოპოზიციის ეს მაჩვენებელი, სულ მცირე, განახევრებულია, რადგან მათ თავიანთ ამომრჩეველს შეურაცხყოფა მიაყენეს და მანდატებზე უარი თქვეს. ისინი არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ თუ არა, არ ვიცი, მაგრამ კიდევ ერთხელ იმის დადასტურება მოხდება, თუ რამდენად ფსკერზე არიან და როგორ გაითხარეს პოლიტიკური სამარე“, – განაცხადა კირცხალიამ.