საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
1731603238
პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე ოპოზიციის მიერ პროკურატურისთვის მტკიცებულებების ვერწარდგენას აფასებს. მისი განცხადებით, ოპოზიციისგან განსხვავებით, „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა ყველა მტკიცებულება, თუ როგორ ცდილობდნენ ოპოზიციური პარტიები მმართველი პარტიის ამომრჩეველთა ხმების მოპარვას.
„ოპოზიცია არა თუ მტკიცებულებებს ვერ წარადგენს პროკურატურაში, არამედ სიტყვიერადაც კი ვერ აჯერებს საკუთარ ამომრჩეველს, იმდენად მილევად რეჟიმში არის თუნდაც, ის მუხტი, რომელიც თავის ამომრჩეველში აქვს ამ აქციების პროცესში. მეორე მხრივ, ჩვენგან მიწოდებულია ყველა მტკიცებულება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ცდილობდნენ, ჩვენი ამომრჩევლისთვის წაერთმიათ არჩევანის უფლება. ეს მტკიცებულებები მაგიდაზეა და დარწმუნებული ვარ, შესაბამისი რეაგირება მოჰყვება სამართალდამცავებისგან“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.