ვრცელდება კადრები, რომელიც ერთ-ერთმა მგზავრმა თვითმფრინავის ჩამოვარდნამდე გადაიღო
1735156563
კიმბერლი ლოუ, ქალი რომელიც ტრამპის ადმინისტრაციის ევროკავშირში წარმომადგენლად განიხილება, არავინააო - ამბობს ქართული ოპოზიცია. ამიტომ მათთან მაქვს ლეგიტიმური კითხვა: პოლიტიკური მნიშვნელობით ხატია დეკანოიძეა ანგარიშგასაწევი ძალა და კიმბერლი ლოუ არა?! ან ლიაკა ხოშტარია რუსეთის პირდაპირი აგენტია ანგარიშგასაწევი ძალა და ტრამპის გუნდის წევრი კიმბერლი ლოუ არა?!- წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი კიმბერლი ლოუზე, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციის ევროკავშირში შესაძლო წარმომადგენლად განიხილება.
მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიცია ცდილობს დაამტკიცოს, რომ ტრამპთან დაკავშირებული პოლიტიკოსები არ არიან რეალური ძალა და ცდილობენ დააკნინონ მასთან პოლიტიკურად დაკავშირებული ყველა პირი, მათ შორის, კიმბერლი ლოუ, რომელმაც ოპოზიციისთვის არასასურველი განცხადება გააკეთა.
ინფორმაციისთვის კიმბერლი ლოუმ გააკეთა განაცხადი, რომლის თანახმადაც, ტრამპის ახალ ადმინისტრაციასთან ერთად, აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობები გაუმჯობესდება და ისინი აპირებენ დაეხმარონ ჩვენს ქვეყანას მოლაპარაკებების კვლავ გახსნაში.
„კიმბერლი ლოუ, ქალი რომელიც ტრამპის ადმინისტრაციის ევროკავშირში წარმომადგენლად განიხილება, არავინააო - ამბობს ქართული ოპოზიცია.ამიტომ მათთან მაქვს ლეგიტიმური კითხვა: პოლიტიკური მნიშვნელობით ხატია დეკანოიძეა ანგარიშგასაწევი ძალა და კიმბერლი ლოუ არა?!ან ლიაკა ხოშტარია რუსეთის პირდაპირი აგენტია ანგარიშგასაწევი ძალა და ტრამპის გუნდის წევრი კიმბერლი ლოუ არა?!ქართული ოპოზიცია დღეს არის რეპუტაციულად ჩარეცხილი, გაკოტრებული, გამარგინალებული ძალა რომელიც გარედან იმართება როგორც მარიონეტი და კოლექტიური დასავლეთის მიერ გაწერილ გეგმას და სცენარს მიჰყვება.ის რასაც ვხედავთ ქალაქისქუჩებში არის აკერმანის გეგმა რომელსაც კანვასის წევრები ზედამხედველობენ!ფერადი რევოლუციების პოლიტიკური ინსტრუქტორებიც კი უკვე უფრთხიან ტრამპის მოსვლას, ანგარიშს უწევენ მის პოლიტიკურ იმიჯსა და შესაძლებლობებს და მასთან დაკავშირებულ ყველა ძალას და ქართული ოპოზიცია ჯინიანი ბავშვივით ფეხების ბაკუნით ამტკიცებს, რომტრამპთან დაკავშირებული პოლიტიკოსებიარ არიან რეალური ძალა და ცდილობენ დააკნინონ მასთან პოლიტიკურად დაკავშირებული ყველა პირი, მაგალითად კიმბერლი ლოუ, რომელმაც ოპოზიციისთვის არასასურველი განცხადება გააკეთა. ის სწორედ გაკეთებული განცხადებით გახდა ოპოზიციისთვის მიუღებელი და მათ დაიწყეს მასზე ინფორმაციული შეტევა. მათი ლოგიკით ხატია დეკანოიძე პოლიტიკოსია და კიმბერლი ლოუ არა,“- წერს თამთა მეგრელიშვილი.