ოპოზიცია ამბობს, რომ არ ცნობს არჩევნების შედეგებს და არ შემოვა პარლამენტში. როგორც ყოველთვის, მათ სიტყვას ახლაც ჩალის ფასი აქვს - არჩევნების შედეგსაც ცნობენ და პარლამენტშიც შემოვლენ - სოზარ სუბარი

სოზარ სუბარი

„ოპოზიცია ამბობს, რომ არ ცნობს არჩევნების შედეგებს და არ შემოვა პარლამენტში. როგორც ყოველთვის, მათ სიტყვას ახლაც ჩალის ფასი აქვს - არჩევნების შედეგსაც ცნობენ და პარლამენტშიც შემოვლენ“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში უმრავლესობის დეპუტატი სოზარ სუბარი წერს.

მისი თქმით, ოპოზიციის წევრები სიტყვის მორიგ ჯერზე გატეხვას გამართლებასაც ადვილად მოუძებნიან.

„მარტივად რომ ავხსნა, ოპოზიციის პარლამენტში შემოსვლა არჩევნების ლეგიტიმიზაციის აღიარებასაც ნიშნავს. სიტყვის მორიგ ჯერზე გატეხვას გამართლებასაც ადვილად მოუძებნიან. მაგალითად, იტყვიან, მართალია, ჩვენ არ ვცნობთ არჩევნებს, მაგრამ პარლამენტში არშესვლით ხელისუფლებას კომფორტს შევუქმნით და ამას ვერ დავუშვებთო;ან: ჩვენმა ამომრჩეველმა მოგვთხოვა, პარლამენტში დავიცვათ მათი ინტერესებიო და ამომრჩეველს ხომ არ ვუღალატებთო;ან: უცხოელმა პარტნიორებმა მოგვთხოვეს და სტრატეგიულ მოკავშირეებს ხომ არ ვაწყენინებთო…მოკლედ, მიზეზებს რა გამოლევს, რით გაამართლონ მორიგ ჯერზე სიტყვის გატეხვა. ამიტომ, ეს რომ არ მოხდეს, ოპოზიციას ვთავაზობ სწრაფად განსახორციელებელ სამპუნქტიან გეგმას:1. სასწრაფოდ მივიდნენ ცესკოში და ჩახსნან საპარლამენტო სიის ის ნაწილი, რომელიც პარლამენტში ვერ შედის;2. ⁠სასწრაფოდ მოიწვიოს ბრიფინგი ნიკა მელიამ და პუფად გამოაცხადოს ყველა ოპოზიციონერი, ვინც პარლამენტში შევა;3. ⁠ბარიერგადალახულმა ყველა პარტიამ მიმართოს პარლამენტს და მოითხოვოს მათი მანდატების გაუქმება!ჩვენი მხრივ, საპარლამენტო უმრავლესობის სახელით, პირობას ვდებთ, სწრაფად დავაკმაყოფილებთ ოპოზიციის მოთხოვნას და არ დავუშვებთ, რომ მათ პარლამენტში “იმუშაონ”მათი ნების საწინააღმდეგოდ, როგორც “მონებმა” და “ტრეფიკინგის მსხვერპლებმა” (მათივე ტერმინებია).ეს არის სცენარი, სადაც ყველა მოგებული დარჩება, რადგან:1. ოპოზიცია ცხოვრებაში პირველად შეასრულებს სიტყვას;2. ⁠პოლიტიკა გაიწმინდება უცხოური აგენტურისა და მოღალატეებისგან;3. ⁠ბიუჯეტის ფული, რომელიც აგენტურული პარტიების და მათი მავნებლური საქმიანობის დაფინანსებას უნდა მოხმარებოდა, ქვეყნისთვის სასარგებლო პროექტების განხორციელებაში დაიხარჯება.as easy as possible, როგორც ერთი კაცი იტყოდა“, - წერს სოზარ სუბარი.