1737621517
ომი უკრაინაში - ქვეყნის რამდენიმე ოლქში, ძლიერი აფეთქებების შედეგად, 16 ადამიანი დაშავდა
უკრაინაში ომი გრძელდება. საჰაერო განგაში ღამით რამდენიმე ოლქში, მათ შორის, დედაქალაქ კიევში ჩაირთო. ძლიერი აფეთქება მოხდა ზაპოროჟიეში, რის შედეგადაც დაშავდა 16 ადამიანი. მათ შორის ერთი ბავშვია.
არტილერიითა და ქვემეხებით დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებები.
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ყველაზე ცხელ მიმართულებად პოკროვსკი რჩება.
ადგილობრივი მედიის ცნობით, რუსულმა ძალმა პოკროვსკის მახლობლად სოფელი ნოვო-ვასილივკა დაიკავეს და რამდენიმე მიმართულებით დაწინაურდნენ.
რაც შეეხება ომში მყოფი ქვეყნის დახმარებას" ევროკავშირი უკრაინას 2025 წელს 35 მილიარდი ევროს ფინანსურ დახმარებას გაუწევს "დიდი შვიდეულის ERA-ს საკრედიტო ინიციატივის საშუალებით - ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა და ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარმა განაცხადა.