რა ემართება თქვენს არტერიულ წნევას ყავის დალევის შემდეგ
1750681080
ოკუპირებულ აფხაზეთში ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, გახსნილია 152 ე.წ. საარჩევნო უბანი, მათ შორის ორი გალის რაიონში.
ე.წ. არჩევნებში ხმის მიცემა შესაძლებელია მოსკოვსა და ჩერკესკში გახსნილ უბნებზეც.
ე.წ პრეზიდენტობისთვის ხუთი, კანდიდატი იბრძვის, მათ შორის არიან ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ბადრა გუნბა და ოპოზიციის ლიდერი ადგურ არძინბა.
კენჭისყრა 20:00 საათამდე გაგრძელდება. ე.წ. ამომრჩეველთა ძირითად სიაში 134 500 ადამიანია რეგისტრირებული.
ასლან ბჟანია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის თანამდებობიდან 19 ნოემბერს გადადგა. გადადგომას წინ ოპოზიციის მასობრივი მიტინგი უძღოდა. მიზეზი ე.წ. პარლამენტის მიერ რუსეთთან დადებული ხელშეკრულების რატიფიცირება გახდა. შეთანხმება რუსულ იურიდიულ პირებს აფხაზეთში ინვესტიციების განხორციელების უფლებას აძლევდა. ე.წ. პარლამენტმა დოკუმენტის რატიფიცირება ვერ შეძლო.