1734966700
„ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონთან დაკავშირებით სიტყვას ვეღარ ძრავს ვერავინ - აქციებზეც კი აქტიურები იყვნენ „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლები, ახლა - ხორუმს ცეკვავენ - მამუკა მდინარაძე
„ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონთან დაკავშირებით სიტყვას ვეღარ ძრავს ვერავინ. კონსერვატიული, ეროვნული თუ ტრადიციული დამოკიდებულება დადასტურდა, განმტკიცდა, რომ აქ ჩვენ მართლები ვართ, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
„აქციებზეც კი, წინა შემთხვევაში აქტიურები იყვნენ მაგალითად „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლები, ახლა ხორუმს ცეკვავენ, ერთი ასეთი პოზიტივიც დავინახოთ ამაში, ისინიც კი ხვდებიან, რომ უნდა განვამტკიცოთ ეროვნული, ტრადიციული საკითხებით. ძალიან კარგია, რომ იძულებულნი გახდნენ, რომ ტრადიციულ ფასეულობებზე ემოციის აღსაძრავად გაეკეთებინათ აქცენტი“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.