„უმორჩილესად გთხოვთ ყველას!...“ - ეკა კუპატაძე მიმართვას ავრცელებს
1790153577
ეს შეიძლება იქნას გაგებული, როგორც მესიჯი რუსეთისთვის, რომ ევროპა მზად არის გარკვეულწილად სანქციები მოხსნას და დაარბილოს ურთიერთობები რუსეთთან მაგრამ რუსეთმაც უნდა დათმოს, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ისტორიკოსმა ნუკრი შოშიაშვილმა სანქცირებულთა სიიდან ორი რუსი ოლიგარქის ამოღებასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, სანქცირებულთა სიიდან რუსი ოლიგარქების ამოღება შესაძლოა ატარებდეს ფარულ მესიჯს რუსეთისთვის.
„ეს შეიძლება ორნაირად იქნას გაგებული. ერთი ის, რომ თვითონ რუსეთისთვის მესიჯი, რომ ევროპა მზად არის გარკვეულწილად, რომ სანქციები მოხსნას, რაღაც შემთხვევაში და დაარბილოს ურთიერთობები რუსეთთან და აღადგინოს ეს ურთიერთობები მაგრამ რუსეთმაც უნდა დათმოს.
ჩვენ ვნახეთ, ლავროვის გამოსვლა. ლავროვი ხისტი არის ამ განცხადებებში და ძველ ნარატივებს აგრძელებს. ამ შემთხვევაში ეს არის ერთი მხრივ მცდელობები და მეორე მხრივ, მინიშნება, რომ რუსულ ოლიგარქიას შეიძლება ჰქონდეს იმედი დასავლეთის თუ კი ის რაღაც სხვა გზას დაადგება. ასეთი ფარული მესიჯი შეიძლება ამაში დავინახოთ მაგრამ მთავარი არის აქ ის, რომ ეს არის მნიშვნელოვანი მცდელობა, რომელიც მშვიდობისკენ არის ორიენტირებული. არ არის იმისკენ ორიენტირებული, რომ რაღაც გაამძაფროს. ჩვენ ვნახეთ წინა წლების შეხვედრები გაეროში და იქ სულ სხვა რიტორიკა იყო. დაღლა ომისგან არის გაზრდილი, ეს ფაქტია ხომ?! მოელიან რუსეთისგან გარკვეულწილად დათმობებს“, - განაცხადა ნუკრი შოშიაშვილმა.
ცნობისათვის, ევროკავშირი დათანხმდა ორი რუსი ოლიგარქის, ალიშერ უსმანოვისა და მიხაილ ფრიდმანის სასანქციო სიიდან ამოღებას. ეს გადაწყვეტილება მიიღეს 2026 წლის სექტემბერში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების შეხვედრაზე, როდესაც ბლოკმა რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი ინდივიდუალური სანქციები უპრეცედენტო ვადით, 2029 წლის სექტემბრამდე გაახანგრძლივა.