ნუ დავუჯერებთ, გავატაროთ, ჩაივლიან როგორც შარშანდელი თოვლი. სულ რამდენიმე კვირა დარჩათ - ირაკლი ზარქუა მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე

ირაკლი ზარქუა

ნუ დავუჯერებთ, გავატაროთ, ჩაივლიან როგორც შარშანდელი თოვლი. სულ რამდენიმე კვირა დარჩათ, - ასე ეხმაურება დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა მამუკა ხაზარაძის მოწოდებას დაუმორჩილებლობისკენ, რომლის ადრესატიც ქართული ჯარია უკვე მეორე დღეა პოლიტიკური შეფასებების თემაა.

„ეს [მამუკა ხაზარაძის განცხადება] არის განწირულის ბოლო მცდელობა, რომ ისევ ქაოსში შეიყვანოს ეს ქვეყანა. ჯერ თავისი კომპანიები გააჩეროს, გაფიცოს. აბა ერთი ვნახოთ, რომ დაეტყობა თავის ჯიბეს და მერე მოუწოდოს სხვას [გაფიცვისკენ]. ნუ დავუჯერებთ, გავატაროთ, ჩაივლიან როგორც შარშანდელი თოვლი. სულ რამდენიმე კვირა დარჩათ“, - აღნიშნა ზარქუამ.