1741895140
ნინო წილოსანი: ვინც ირაკლი კობახიძესა და შალვა პაპუაშვილს უსმინეთ, კიდევ ერთხელ დარწმუნდებოდით უშეცდომო ფორმულაში: კრებსითი „ნაცმოძრაობა“ უდრის ქვეყნის ინტერესების ღალატს

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებებს ეხმიანება.
„გუშინ, ვინც ირაკლი კობახიძესა და შალვა პაპუაშვილს უსმინეთ, კიდევ ერთხელ დარწმუნდებოდით უშეცდომო ფორმულაში: კრებსითი „ნაცმოძრაობა“ = ქვეყნის ინტერესების ღალატს!
საერთაშორისო გამჭვირვალობა და მსგავსი ენჯეოები = უცხო აგენტურას!
ეს ქვეყანა პატრიოტი ადამიანების დასაცავია და ასე გავაგრძელებთ!!!“, - წერს ნინო წილოსანი.