1757437894
ნინო წილოსანი: უკვე მეორე დღეა თვალყურს ვადევნებთ ეს პატარა ფაშისტური დაჯგუფება როგორ მიდის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა კლუბში და პროვოცირებს იმისთვის, რომ დაიდგას სცენები და შემდგომ დეზინფორმაციული კამპანიით გაიტანონ გარეთ

უკვე მეორე დღეა თვალყურს ვადევნებთ ეს პატარა ფაშისტური დაჯგუფება როგორ მიდის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა კლუბში და პროვოცირებს იმისთვის, რომ დაიდგას კონკრეტული სცენები და შემდგომ ეს სცენები ცალმხრივი და დეზინფორმაციული კამპანიით გაიტანონ გარეთ, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა, „ქართული ოცნების“ შტაბთან მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით.
„ჩვენ დავინახეთ როგორი აგრესიულები იყვნენ მეორე დღესაც, თუმცა ჩვენი მხრიდან მაქსიმალური იყო გაკეთებული, რომ ჩვენი მხარდამჭერები არ აჰყოლოდნენ ამ პროვოკაცია, მაგრამ ვნახეთ, რომ როდესაც დააკლდათ დაპირისპირება, უკვე ჟურნალისტებთან დაპირისპირებაზე გადავიდნენ. ჩვენ ვნახეთ ორი ქალი, ერთი ჟურნალისტი, რომელიც პროფესიონალურად ემსახურებოდა თავის საქმიანობას და მეორე აგრესიული, მოძალადე აქციის მონაწილე, რომელიც კარგად აჩვენებდა ამ აქციის სახეს“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.
აქციის მონაწილეები გუშინ ისევ კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან შეიკრიბნენ. იყო შეურაცხმყოფელი შეძახილები და ცდილობდნენ ოფისში მყოფი ადამიანების პროვოცირებას. აქციის მონაწილეებმა დააზიანეს საარჩევნო ბანერი. დაწყებულია გამოძიება. ტრადიციულად რადიკალთა დაჯგუფება დაუპირისპირდა მათთვის არასასურველი ტელევიზიის ჟურნალისტებს, მათ შორის ქრონიკის გადამღებ ჯგუფს.