LIVE: დაიწყო ისტორიული შეხვედრა, რომელიც მთელი მსოფლიოს ინტერესშია
1755284991
სწორედ კარგი მთავრობის ანგარიშში საქართველოს საუკეთესო შეფასება აქვს გამჭვირვალობისა და იმ კარგი კანონების მიმართულებით, რომელიც ჩვენ მივიღეთ და ამ კანონების გაუქმებაზე მოთხოვნა არის სრულიად უსაფუძვლო, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა ვიზალიბერალიზაციის გაუქმების თემაზე საუბრისას.
„ნამდვილად უცნაურია, როდესაც ევროინსტიტუციების ერთი ნაწილი გვაშანტაჟებს ვიზალიბერალიზაციის გაუქმებით და გვთხოვენ, გამჭვირვალობისა და ოჯახური ღირებულებების კანონის გაუქმებას, ხოლო მეორე მხრივ, იგივე ევროკომისია აქვეყნებს კარგი მთავროის ანგარიშს, სადაც კეთილსაიმედო პოლიტიკაა შეფასებული საქართველოსი და საქართველო ერთ-ერთი მოწინავეა როგორც ევროპის, ასევე მსოფლიოს მასშტაბით. სწორედ კარგი მთავრობის ანგარიშში საქრთველოს საუკეთესო შეფასება აქვს გამჭვირვალობისა და იმ კარგი კანონების მიმართულებით, რომელიც ჩვენ მივიღეთ და ამ კანონების გაუქმებაზე მოთხოვნა არის სრულიად უსაფუძვლო და ემსახურება ერთადერთს, რომ ქართველი ხალხი დააშანტაჟონ“, - განაცხადა წილოსანმა.