გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება საქართველოსა და მსოფლიოზე
1757447142
ძალიან საინტერესო წამოცდენაა თუ რაღაც ახალი ტალღა აქვთ წამოწყებული, თითქოს გვაშანტაჟებენ ჩვენი ყოფილი თანაგუნდელებით. ეს ყველაფერი ერთში გვარწმუნებს, რომ „ანიტა“ რეალური და არსებული სცენარია, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა სოფო ჯაფარიძის განცხადებასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, აშკარაა, რომ ყოფილ თანაგუნდელებს ჰქონდათ და აქვთ რადიკალებთან რაღაც კონტაქტები და გარიგებები.
„ძალიან საინტერესო წამოცდენაა თუ რაღაც ახალი ტალღა აქვთ წამოწყებული, თითქოს გვაშანტაჟებენ ჩვენი ყოფილი თანაგუნდელებით. ეს ყველაფერი ერთში გვარწმუნებს, რომ როგორც შიდა ინფორმაციით იყო უკვე ცნობილი საზოგადოებისთვის საჯაროდ, „ანიტა“ რეალური და არსებული სცენარია. როგორც ჩანს, ჩვენს რიგ სხვადასხვა წარმომადგენლებს ჰქონდათ კონკრეტული გარიგებები და ურთიერთობა „ანიტა“ ხაბეიშვილთან და სხვებთან, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს ვგულისხმობ და ახლაც სამწუხაროდ, როგორც ჩანს აქვთ გარკვეული კომუნიკაცია. არ ვიცი, რამდენად უკვე გაერთიანებული ძალებით თუ ამაზე მიდის მსჯელობა და ფიქრი, მაგრამ აპირებენ, რომ რაღაც ახალი პროვოკაცია და მავნებლობა დაგეგმონ. ერთი, რაშიც ვრწმუნდები, ეს არის, რომ მეორე მხარეს მდგომი ადამიანები ვისზეც თუნდაც სოფო ჯაფარიძე ან სხვები საუბრობენ, ჩვენი რიგებიდან წასული ჩვენივე „თანამებრძოლები“, ეს ადამიანები აშკარად რადიკალებთან თანამშრომლობდნენ. ამიტომ როგორც ჩანს მათ მხარეს არც ისე სუფთა არის ყველაფერი. ამიტომ სანამ ვინმე რამე გადაწყვეტილებას მიიღებს, რომ ამ ქვეყნის წინააღმდეგ გამოილაშქროს, ალბათ უპირველეს ყოვლისა ამ ყველაფერზე უნდა დაფიქრდეს და იმ კონტაქტებზე, რომელიც, როგორც ჩანს ძალიან აქტიური იყო „ნაციონალურ მოძრაობასთან“ იმ პერიოდში, როდესაც ისინი სახელმწიფოს მხარეს საქმიანობდნენ“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.
შეგახსენებთ, რომ სოფო ჯაფარიძემ შემდეგი განცხადება გააკეთა: „კობახიძე და „ქართული ოცნება“ კიდევ ბევრ სიურპრიზს უნდა ელოდოს მათივე ყოფილი თანაგუნდელებისგან. ყველაფერს ვერ ვისაუბრებთ, მაგრამ ძალიან მალე ძალიან ბევრ სიურპრიზს უნდა ელოდონ სწორედ მათგან“.