ლაშა ბექაურის დედა მიმართვას ავრცელებს
1734944530
ხალხი ვერ შეუკრიბეს, მიკროფონი ვერ ჩაურთეს, ლიაკა ხოშტარიას და ანა ნაცვლიშვილის დონის აქტივისტად აქციეს, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი საპროტესტო აქციაზე სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას.
„29-მდე შეიძლება შეგვეცოდოს კიდეც და არჩევნების თარიღიც შევაპაროთ - 2028 წლის ოქტომბრის ბოლო შაბათი. იცით თურმე რას უმტკიცებენ? შენ დანიშნე, გაქვს უფლებაო. ისევ ჩვენი საპატრონო უნდა გახდეს...“, - წერს წილოსანი სოციალურ ქსელში.
სალომე ზურაბიშვილმა გუშინდელ საპროტესტო აქციაზე განაცხადა, რომ მზადაა, შეხვდეს ბიძინა ივანიშვილს იმისთვის, რომ ერთად მოიფიქრონ ახალი არჩევნების თარიღი.