გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება - რას ამბობს ეზოთერიკოსი ხშირ მიწისძვრებზე
1748975142
რეზოლუცია, განცხადებები, რომელიც ევროპარლამენტში, საგარეო კომიტეტში მომზადდა და გაკეთდება, კიდევ ერთხელ ემსახურება იმას, რომ ცრუ ინფორმაცია გავრცელდეს საქართველოსთან დაკავშირებით, - ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის ანგარიშს, რომელიც დღეს უნდა მიიღონ და რომელიც „ნაცმოძრაობის“ ე.წ. დამსახურებას უსვამს ხაზს. კერძოდ, დოკუმენტში წერია, რომ ოპოზიციურ პარტიას გადამწყვეტი როლი ჰქონდა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის დაწყებასა და წინსვლაში.
„ფაქტია, რომ არ ჩერდებიან უცხოელი პოლიტიკოსები, რომ როგორმე მხარი დაუჭირონ, გააძლიერონ და გარკვეული ძალა შემატონ გარედან ჩვენს რადიკალებს. რეზოლუცია, განცხადებები, რომელიც ევროპარლამენტში, საგარეო კომიტეტში მომზადდა და გაკეთდება, კიდევ ერთხელ ემსახურება იმას, რომ ცრუ ინფორმაცია გავრცელდეს საქართველოსთან დაკავშირებით და მოხდეს დაშინება ხელისუფლების წარმომადგენლების იმისთვის, რომ ჩვენ არ შევასრულოთ ქართველი ხალხის დაკვეთა, ასევე კიდევ ერთხელ გაჟღერდეს ის ტყუილები და ცრუ ნარატივი, რაცა უკავშირდება „ნაციონალური მოძრაობა“ რომ დემოკრატიის ფლაგმანი ყოფილა იმას“, - აღნიშნა წილოსანმა.