1755460703
ნინო წილოსანი ოპოზიციის დესტრუქციულ ქმედებებზე: ჩვენ წლები დაგვჭირდება ალბათ, რომ როდესაც ეს ყველაფერი ჩაივლის და მათი სრული გაუვნებელყოფა მოხდება, ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია აღვადგინოთ

ყველა ანტიქართული გეგმის ანტიდოტია და ამონახსნი იმალება ქართველ ხალხში. ნებისმიერ ასეთ გეგმას ქართველი ხალხი უპასუხებს ისე, როგორ ისტორიულად და ჩვენი შინაარსის მიხედვით შეგვეფერება. იმიტომ, რომ არა თუ ეს მოღალატეები, არამედ გაცილებით დიდი ნაძირალები გადაუტანია ქართველ ხალხს და მოუნელებია და მათ შორის გამომძვრალა ისე, რომ ჩვენი იდენტობა არ დაგვიკარგავს. აღარ მაქვს საუბარი იმ წარმოუდგენლად დიდ ბოროტებაზე, რომელსაც ეს ადამიანები საკუთარ ქვეყანას უკეთებენ, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა ოპოზიციის გეგმასთან მიმართებით, რომელიც არჩევნების ჩაშლას უკავშირდება.
მისი თქმით, ყველაზე კარგად ქართველმა ხალხმა იცის რა ხდება ქვეყანაში და ამიტომ არ მისცემს უფლებას ოპოზიციას, რომ დესტრუქციული გეგმები განახორციელოს.
„ჩვენ წლები დაგვჭირდება ალბათ, რომ როდესაც ეს ყველაფერი ჩაივლის და მათი სრული გაუვნებელყოფა მოხდება, ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია აღვადგინოთ იმგვარად, რომ არავის საზღვარგარეთ, მათ შორის ერთ ჩვეულებრივ სტატისტიკურ უცხოელსაც კი არ ჰქონდეს განცდა, რომ საქართველოში რაღაც ანტიდემოკრატიული ხდებოდა. განვითარების ახალ ეტაპზე არის ქვეყანა წასული. ერთი მხრივ ამტკიცებენ, რომ ადამიანის უფლებები იქნება ეს, მედიის თავისუფლება, სხვადასხვა პრინციპებით თურმე უკან ვიხევთ თუმცა მეორე მხრივ „ატლანტიკური საბჭოს“ კვლევა არის, რომელიც გვიჩვენებს, რომ საქართველო მსოფლიოს სამეულში შედის მოსახლეობის და ხალხის კეთილდღეობის დონის ზრდის მასშტაბით და ტემპებით. ამიტომ, რა თქმა უნდა ერთი არის, რის გაყიდვასაც ცდილობენ და შესაძლოა რაღაც ეტაპზე მათ გამოსდით ან რაღაც წრეებში ეს გამოსდით, მაგრამ მეორე არის რეალობა და აქ მცხოვრები ქართულ ხალხზე უკეთესად არავინ არ იცის რა ხდება ამ ქვეყანაში“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.