ხაშურში, სამსახურიდან მისულ მამას 9 წლის ბავშვი გარდაცვლილი დახვდა, დედა კი უგონო მდგომარებაში
1749109248
როდესაც მათ [უცხოელი პარტნიორების] შემთხვევაში უცხოური გავლენების შესახებ კანონმდებლობით ქვეყნების დაცვა კარგად არის უზრუნველყოფილი, ჩვენს შემთხვევაში ეს რატომ არის დემოკრატიისგან უკუსვლა, ამას ვერ ახსნის ვერანაირი საღი გონი, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა.
წამყვანმა მას ჰკითხა, რა არის ის საზოგადოებრივი სიკეთე, რომელიც ევროსტრუქტურებიდან კრიტიკას გადაწონის ბოლო დროს ხელისუფლების მიერ მიღებულ კანონებთან დაკავშირებით.
„როდესაც მათ [ევროპული ქვეყნების] შემთხვევაში უცხოური გავლენების შესახებ კანონმდებლობით ქვეყნების დაცვა კარგად არის უზრუნველყოფილი, ჩვენს შემთხვევაში ეს რატომ არის დემოკრატიისგან უკუსვლა, ამას ვერ ახსნის ვერანაირი საღი გონი. ან ოჯახური ღირებულებების დაცვა რატომ არის ანტიევროპული?!
განსაკუთრებით 2014 წლის შემდგომ მივდივართ ევროსტანდარტებით. ეს არის ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე სტანდარტები.
როდესაც მედიარეგულაციებს ვიღებდით, ვიხელმძღვანელეთ ბრიტანული სტანდარტით და ალბათ BBC ერეთ-ერთი საუკეთესო მაგალითია იმის, როგორი ეთიკური უნდა იყოს მედია და რომ არ უნდა გადაიქცეს დატერორების ინსტრუმენტად“, - აღნიშნა წილოსანმა.