„მეტროს ლიანდაგებში ჩავარდა...“ - ამერიკაში ქართველი ემიგრანტი ტრაგიკულად დაიღუპა
1757574920
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი GORBI-ს კვლევის შედეგებს აფასებს. მისი განცხადებით, პოლიტიკური რეიტინგები აჩვენებს, რომ „ქართული ოცნება“ ყველა მუნიციპალიტეტში პირველივე ტურში მოიპოვებს გამარჯვებას.
„რაც შეეხება პოლიტიკურ რეიტინგებს, ყველასთვის მოსალოდნელი იყო, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგი გაიზრდებოდა. ვის შეიძლება, ამომრჩეველი ყველაზე მეტად ენდობოდეს - ეს არის „ქართული ოცნება“, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში განვითარებული პროცესებიდან გამომდინარე. ჩვენ ვხედავთ მცირე ცვლილებებს „გახარია-ლელოს“ რეიტინგში და ეს განპირობებულია იმით, რომ ყველაზე უფრო მეტად რადიკალური ოპოზიციური პარტიები არ იღებენ მონაწილეობას და შესაბამისად, რაღაც პატარა ნაწილი „გახარია-ლელოს“ ანგარიშზეც გადმონაწილდა. კახა კალაძის რეიტინგი 5-ჯერ და 10-ჯერ აღემატება მისი ოპონენტების რეიტინგს. ეს გვარწმუნებს, რომ „ქართული ოცნება“ ყველა მუნიციპალიტეტში პირველივე ტურში მოიპოვებს გამარჯვებას”, - განაცხადა ნინო წილოსანმა.
GORBI-ის კითხვაზე, რომელ პარტიას უჭერთ მხარს ქვეყნის მასშტაბით გამოკითხულთა 65,9% -მა „ქართული ოცნება“ დაასახელა, 10,7% მხარს უჭერს „გახარია საქართველოსთვის“, „ლელო“ - 10,4%, „გირჩი“ - 5,1 %.
GORBI-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად თბილისის მერობის პოსტზე „ქართული ოცნების“ კანდიდატი კახა კალაძე ლიდერობს.