გიორგი გამსახურდია „ახალის“ წევრ ზურაბ ფარჯიანს: სრული სიგიჟეა, ადამიანის ცუდი და უფრო მეტიც, მკვლელობა გიხაროდეს. სად გაიზარდეთ, რა გჭირთ საერთოდ, რას დაგამსგავსათ ბოროტებამ და კაცთმოძულეობამ, ხედავთ?

გიორგი გამსახურდია

გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში ჩარლი კირკის მკვლელობასთან დაკავშირებით, პარტია „ახალის“ წევრ, ზურაბ ფარჯიანის და სხვა რადიკალური ოპოზიციის წრამომადგენლების სარკასტულ კომენტარებს ეხმიანება.

გამსახურდია გმობს იმ ადამიანებს, რომლებიც სხვის სიკვდილს სიხარულით ხვდებიან და დღევანდელ მათ მდგომარეობას სიგიჟეს უწოდებს.

„არასდროს არ მქონია იოლი და უდარდელი ცხოვრება, ყოველი დღე, გამოწვევებით და სირთულეებით სავსე იყო და არის. ეს ყველაფერი უფრო მაჯანსაღებდა და მაჯანსაღებს კიდევ. თავის დროზე ბევრმა ადამიანმა, იმ 90-იან წლებში შეუწყო ამ ყველაფერს ხელი და ნუ, მერე ესე დალაგდა, როგორც დალაგდა.. მაგრამ არასდროს, არც ერთი ჩემი მტრის ცუდი არ გამხარებია და არც გამიხარდება(პირიქით,გასაჭირში გვერდში დავდგომივარ და დავუდგები კიდეც). ნუ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებზე ხომ საუბარი ზედმეტია. სრული სიგიჟეა, ადამიანის ცუდი და უფრო მეტიც, მკვლელობა გიხაროდეს. სად გაიზარდეთ, რა გჭირთ საერთოდ, რას დაგამსგავსათ ბოროტებამ და კაცთმოძულეობამ, ხედავთ?“- წერს გიორგი გამსახურდია.

ჩარლი კირკი, რომელიც იუტას უნივერსიტეტში სიტყვით გამოდიოდა ცეცხლი გაუხსნეს, მიყენებული დაზიანებების შედეგად კი ის მალევე გარდაიცვალა.