გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება საქართველოსა და მსოფლიოზე
1757447142
ეს დოკუმენტები ითარგმნება და შესაძლებლობა ექნებათ ჩვენს უცხოელ პარტნიორებს და იმ ადამიანებს, ვინც გულმხურვალედ გულშემატკივრობს „ნაციონალურ მოძრაობას“ და მიხეილ სააკაშვილს, ამ ჯალათს დემოკრატიის შუქურას უწოდებს, რომ ამ ადამიანის და ამ დამნაშავის მოქმედებებს დეტალურად გაეცნოს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაზე საუბრისას.
„ვეჭვობ, რომ მათ ამ ყველაფრის რაიმე დამადასტურებელი სჭირდებოდეთ, აქ ხომ ძალიან კარგად გასაჯაროვდა მთელი გლობალური პოლიტიკური ველი იმართება კონკრეტული ინტერესებით. ეს არის პოლიტიკური და ფინანსური ინტერესები და არაფორმალური გავლენები. სწორედ ასეთი არაფორმალური გავლენების შედეგად 2003 წელს თავს მოგვახვიეს ეს დამნაშავე, ბოროტი ძალა.
2003 წელს მათი ხელისუფლებაში მოსვლა საკითხავია იყო თუ არა კანონიერი და სამართლით და კანონით უზრუნველყოფილი. ისინი ყველანაირი წესების და კანონების დარღვევით მოვიდნენ ხელისუფლებაში. მოსვლის პირველივე დღიდან ისინი ანტიკონსტიტუციური და ანტი სამართლებრივი სუბიექტები იყვნენ. ამ ყველაფერს ძალიან კარგად ხედავდნენ მათი უცხოელი პარტნიორები და პატრონები . ყველა ის განცხადება, რომელიც ყოველ ჯერზე ეხმარებოდა „ნაციონალურ მოძრაობას“ დარჩენილიყო ხელისუფლებაში იმ უცხოური ინტერესების აქ დამყარებას და დამკვიდრებას ემსახურებოდა.
ერთია, რომ გავუგზავნით და დაინტერესებული მხარე ამ ყველაფერს ნახავს და მეორეა, რომ ჩვენ ჩვენი სათქმელი უნდა გვეთქვა არა მხოლოდ იმ უცხოელებთან და იმ უცხო გავლენის ადამიანებთან, ვინც იცავს ნაციონალურ მოძრაობას, არამედ მათ შორის აქაც, რადგან ბოლო პერიოდში იგრძნობოდა, რომ რეაბილიტაცია განიცადა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და უკვე სხვადასხვა ჩირგვებიდან ადამიანებმა გამოყვეს თავი და თამამად ამბობდნენ, რომ კარგი რეჟიმი იყო, ამ ადამიანებისთვის და ჩვენი მომავალი თაობისთვის კეთდება ეს ყველაფერი.
აქ გამოსული და პარლამენტის წინ მდგომი ახალგაზრდების დიდი ნაწილი საერთოდ არ იცნობს იმ მმართველობას, რომელსაც სამწუხაროდ გაუცნობიერებლად ემსახურებოდნენ ამ რადიკალური პროტესტების ფონზე. ყველასთვის ჭკუის სასწავლებელი დოკუმენტია და ეს არის ჯანსაღი საზოგადოების რეაქცია, რომ გინდოდეს ყველაფერს მისცე თავისი კონკრეტული შეფასება და ჩვენმა საზოგადოებამ, როგორც 2012 წელს, ახლაც უკვე სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასება მისცა ამ პროცესს“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.