ქეთი ეგიდუნაშვილის მეუღლის სხეულის ენა გაშიფრეს - რა ვიდეოს ავრცელებს ეზოთერიკოსი
1748894124
"ქართული ოცნების" წევრი, ნინო წილოსანი გამოეხმაურა ბრიუსელში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების ვიზიტს, რომელიც უკვე მესამე დღეა გრძელდება.
ნინო წილოსანი მიიჩნევს, რომ მათი პოლიტიკური მოწინააღმდეგეების ბრიუსელში ჩასვლის რეალური მიზანი წინასაარჩევნოდ ახალი დირექტივების მიღებაა.
"ჩვენი ადგილობრივი რადიკალები საზღვარგარეთ მიემგზავრებიან, როდესაც ურთულესი პერიოდი უდგათ - თვითმმართველობის არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, მათ სრულად განულებული რეიტინგი აქვთ, შიდა არეულობა და ერთმანეთში დაპირისპირება. ურთულესი პერიოდი აქვთ, რადგან ვერ გადაუწყვეტიათ და არ მიუღიათ სათანადო მითითებები, ვინ იღებს მონაწილეობას არჩევნებში და როგორ შეალამაზონ არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, აღნიშნულ კონსულტაციებზე აუცილებლად სჭირდებათ თავიანთი დამკვეთების განმარტებები და მითითებები, სწორედ ამისთვის არიან იქ ჩასულნი," - აცხადებს ნინო წილოსანი.