ნინო ფოჩხუა "ტაბულას": თქვენ არ გაინტერესებთ არც სამშობლო, არც ოკუპირებული ტერიტორიები და არც არაღიარების პოლიტიკა. მხოლოდ ძალაუფლების და ფულისთვის იბრძვით, იცით რომ ამის გარეშე არაფერს წარმოადგენთ, ჩვეულებრივი ლუზერები ხართ, გარიყული ქართველი ხალხისგან

ნინო ფოჩხუა

ჯერ დავიწყოთ იმით, რომ არა ოლიგარქის მთავრობა, არამედ დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. ოლიგარქები და ბიუჯეტის ქურდები ბევრი გყავთ ირგვლივ, ისინი მოიკითხეთ, - ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა "ტაბულას" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, "კობახიძის განკარგულებით, ივანიშვილის მთავრობა ყველაზე ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებს 10 000 დოლარით დაეხმარება".

ფოჩხუა "ტაბულას" მიმართავს და აღნიშნავს, რომ მშვენივრად იციან თუ რას ემსახურება ეს ფინანსური დახმარება, მაგრამ არაფრის მაქნისები რომ არ გამოჩნდნენ მხარდამჭერებთან, უნდა დაანახვონ, რომ "მუშაობენ". "ჯერ დავიწყოთ იმით რომ არა ოლიგარქის მთავრობა, არამედ დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. ოლიგარქები და ბიუჯეტის ქურდები ბევრი გყავთ ირგვლივ, ისინი მოიკითხეთ. თქვენ არ გაინტერესებთ არც სამშობლო არც ოკუპირებული ტერიტორიები და არც არაღიარების პოლიტიკა. იცით მშვენივრად თუ რას ემსახურება ეს ფინანსური დახმარება, მაგრამ არაფრის მაქნისები რომ არ გამოჩნდეთ მხარდამჭერებთან, უნდა დაანახვოთ, რომ "მუშაობთ," ნერვიულობთ ისინიც არ დაკარგოთ, ვინც შემოგრჩათ. თქვენ მხოლოდ ძალაუფლების და ფულისთვის იბრძვით, იცით რომ ამის გარეშე არაფერს წარმოადგენთ, ჩვეულებრივი ლუზერები ხართ, გარიყული ქართველი ხალხისგან. ასე იქნებით სულ, სანამ საბოლოოდ არ განულდებით", - წერს ნინო ფოჩხუა.