"ბოლო დაბადების დღე და აუხდენლად დარჩენილი სურვილი..." - ზურა ბაკურაძე 46 წლის გახდებოდა
1734968444
ლევანს ნამდვილად ვერაფერს დააკლებენ ნინია კაკაბაძეები, თეონა დოლენჯაშვილები და საერთოდ ლიბერ-ფაშისტები, იმიტომ რომ სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობენ და სხვადასხვა ღირებულებები აქვთ, - წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა, ფილოსოფოს ლევან გიგინეიშვილთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში.
ლიბერალური წრის უარყოფითი შეფასებები მოჰყვა გიგინეიშვილის ვიდეოს, სადაც ის ქრისტიანობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ევროკავშირზე დიდი გაერთიანებაა, როდესაც ქრისტიანი ხარ. როგორც ნინო ფოჩხუა წერს, “ლიბერ-ფაშისტების” ეს რეაქციებიც ადასტურებს, რომ მათი დასასრული გარდაუვალია და ისინიც გრძნობენ ამას. “ლევანს ნამდვილად ვერაფერს დააკლებენ ნინია კაკაბაძეები, თეონა დოლენჯაშვილები და საერთოდ ლიბერ-ფაშისტები, იმიტომ რომ სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობენ და სხვადასხვა ღირებულებები აქვთ. როგორი გამწარებულები და საქციელ დაკარგულები არიან, რას ეცნენ აღარ იციან, თუმცა გრძნობენ დასასრულს და ეს დასასრული გარდაუვალია. ლევანს კი ჩემი დიდი პატივისცემა! ღმერთმა გვიმრავლოს მისნაირი ადამიანები.” - წერს ნინო ფოჩხუა.