ნინო ფოჩხუა ბაჩიაშვილის დედის განცხადებაზე: ქალბატონმა მარინამ უნდა გააცნობიეროს რომ პასუხი კანონის წინაშე უნდა აგოს და არა ბიძინა ივანიშვილის წინაშე

ნინო ფოჩხუა

გუშინ ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ თაღლითი ბაჩიაშვილის მშობლებს ბრალი წაუყენა, ისინი ეხმარებოდნენ შვილს ნაძარცვი ფულის გათეთრებაში. სულ მიკვირდა ბაჩიაშვილის დედის, დავწერე კიდეც, როცა შვილს 11 წელი აქვს მისჯილი, დედა ასეთ ინტერვიუებს არ უნდა იძლეოდეს, ეს კი ჩემში ბადებდა ეჭვს, რომ თვითონაც რაღაც ფორმით ჩართული იყო ბიძინა ივანიშვილის „გადაგდების“ საქმეში - წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, ბაჩიაშვილების კრიმინალური ოჯახის დანაშაული იმდენად მარტივად ჩანს, რომ დიდად იურიდიული განათლება არ არის საჭირო, რომ მიხვდე რაც ჩაიდინეს.

„გუშინ ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ თაღლითი ბაჩიაშვილის მშობლებს ბრალი წაუყენა, ისინი ეხმარებოდნენ შვილს ნაძარცვი ფულის გათეთრებაში. სულ მიკვირდა ბაჩიაშვილის დედის, დავწერე კიდეც, როცა შვილს 11 წელი აქვს მისჯილი, დედა ასეთ ინტერვიუებს არ უნდა იძლეოდეს, ეს კი ჩემში ბადებდა ეჭვს, რომ თვითონაც რაღაც ფორმით ჩართული იყო ბიძინა ივანიშვილის „გადაგდების“ საქმეში. ბიძინა ივანიშვილს არასდროს არავისთვის არაფერი წაურთმევია, მითუმეტეს როცა ახალგაზრდებს გვერდით იყენებდა და ახლობლად თვლიდა. ვერავინ მეტყვის ერთ მაგალითსაც კი რომ ვტყუივარ.

ამ კრიმინალური ოჯახის დანაშაული იმდენად მარტივად ჩანს, რომ დიდად იურიდიული განათლება არ არის საჭირო, რომ მიხვდე რაც ჩაიდინეს. თუ მართალი იყო ოჯახი, რატომ დატოვეს სასწრაფო წესით ქვეყანა და ყველა ინტერვიუში, რატომ აღნიშნავდა ქალბატონი მარინა, რომ მასაც ემუქრებოდა დაჭერა. კარგად აუხსნეს ეტყობა იურისტებმა რა დანაშაულიც ჰქონდა ჩადენილი ოჯახს, ამიტომ უნდა დაეტოვებინათ ქვეყანა.

ყველაზე უფრო ამაზრზენი კი ის იყო ამ კრიმინალების ოჯახის მხრიდან, რომ როცა ბიძინამ შესთავაზა მოლაპარაკება, რაც გულისხმობდა მისი წილის მთლიანი მოგების მხოლოდ 60%-ის გადახდას, ისიც ნაწილ-ნაწილ, ამ ხარბმა და კრიმინალმა გიორგი ბაჩიაშვილმა უარი თქვა ამ შეთავაზებაზე, ეტყობა ოჯახიც დაეთანხმა და ასე გაიმეტეს საკუთარი შვილი 11- წლიანი ციხისთვის. ასე რომ, ქალბატონმა მარინამ უნდა გააცნობიეროს რომ პასუხი კანონის წინაშე უნდა აგოს და არა ბიძინა ივანიშვილის წინაშე.“ - წერს ფოჩხუა.