ეს 6 ლოცვა ყველა სურვილის ასრულებაში დაგეხმარებათ
1751313261
ვხედავთ დესტაბილიზაციის ხელოვნურად შექმნილ სასოწარკვეთილ მცდელობებს, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდება. ეს ნიშნავს, რომ სხვადასხვა უცხოური ძალებით ცდილობენ ხელყონ ჩვენი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება კატეგორიულად არ ეთანხმება ანგარიშებს, სადაც საუბარია პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებებსა და მედიის დამოუკიდებლობის შეზღუდვაზე.
„ამჟამად საქართველო არაერთი შიდა და გარე გამოწვევის წინაშე დგას. თითოეული ეს გამოწვევა განპირობებულია პირდაპირი თუ ირიბი უცხოური ჩარევის შედეგად. საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. ადგილობრივ დონეზე კი ვხედავთ დესტაბილიზაციის ხელოვნურად შექმნილ სასოწარკვეთილ მცდელობებს, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდება. ეს ნიშნავს, რომ სხვადასხვა უცხოური ძალებით ცდილობენ ხელყონ ჩვენი სუვერენიტეტიცა და ტერიტორიული მთლიანობაც. ჩვენ მკაცრად არ ვეთანხმებით ზოგიერთ ჩანაწერს, ანგარიშს, მათ შორის საქართველოში მშვიდობიანი შეკრების, თავისუფლებისა და მედიის დამოუკიდებლობის შეზღუდვაზე. საუკეთესო მტკიცებულება საქართველოში მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებისა არის, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, რამდენიმე ადამიანის მიერ ცენტრალური გამზირის გადაკეტვა თბილისში. ისინი ამას აკეთებენ მშვიდობიანად და ამიტომაც მათი უფლება დაცულია. მათ არავინ აწუხებს. თუმცა მათი რაოდენობა არ არის იმხელა, რომ ცენტრალური ქუჩები რეალურად გადაკეტონ თბილისში. რაც შეეხება მედიის დამოუკიდებლობას, ეუთოს ბოლო ანგარიშიც კი აღინიშნა, რომ საქართველოში გვაქვს მედია პლურალიზმი. მართალია პოლარიზებული თუმცა პლურალიზებულია და დამოუკიდებელი. და ბოლოს, რაც შეეხება პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებებს, ეს დაკავებები განაპირობა ნოემბერი - დეკემბრის არეულობებმა, სადაც სამოცზე მეტი ოფიცერი დაშავდა. ერთ-ერთმა მათგანმა მხედველობა დაკარგა. რამდენიმე მათგანს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. შესაბამისად, აშკარაა, რომ პოლიციელებს თავს დაესხნენ და ეს პროტესტი არ იყო მშვიდობიანი. ეს იყო ძალადობრივი პროტესტი. ამიტომაც ამ დანაშაულების ჩამდენები დაკავებულები არიან და მიმდინარეობს სასამართლო პროცესები. ეს არ არის პოლიტიკურად მოტივირებული დაკავებები, არამედ ეს არის დანაშაულის ჩადენით მოტივირებული დაკავება“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ ღონისძიებას პორტუგალია მასპინძლობს. უკვე გაიმართა პოლიტიკურ საკითხთა, უსაფრთხოების, ეკონომიკის საკითხებისა და გარემოს დაცვის კომიტეტების გენერალური სხდომები. სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები.