ახალი სასწავლო წლის კალენდარი ცნობილია
1785873959
დიდი ხანია, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი რესურსი ამოწურა. „ნაცმოძრაობა“ „ნაცმოძრაობად“ დარჩება, რომელიც ასოცირებულია ადამიანის უფლებების შელახვასთან, რეკეტთან, ხალხის ცემასთან, ქონების წართმევასთან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
სამხარაძის თქმით, რასაც ვუყურებთ, არის სპექტაკლი და შოუ, რათა როგორღაც დაცემული რეიტინგი ოდნავ მოიმატონ და ოპოზიციაში წამყვანი პარტია იყოს.
„ეს ადამიანები პარტიის რებრედინგს ხელისუფლებაში დაბრუნებისთვის კი არ ცდილობენ, არამედ იმისთვის, რომ ოპოზიციაში, სადაც პირველობა დაკარგეს, იქ ისევ ნომერ პირველ პარტიად დარჩნენ და სხვა პარტიებიც სწორედ ამისთვის ებრძვიან. რასაც ვუყურებთ, სპექტაკლი და შოუა, რათა როგორღაც დაცემული რეიტინგი ოდნავ მოიმატონ და ოპოზიციაში წამყვანი პარტია იყოს“, – განაცხადა სამხარაძემ.