ოქრო ისევ გაძვირდა - რა ღირს ერთი გრამი საქართველოში
1772733416
ჩვენ ძალიან მდიდარი ვართ ჰიდრორესურსებით და მომდევნო 10 წლის განმავლობაში საქართველოში სამი მსხვილი ჰიდროელექტროსადგურის აშენებას ვაპირებთ, რაც გაასამმაგებს და დააჩქარებს ქვეყანაში ელექტროენერგიის გამომუშავებას, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ სუვერენული ერების ალიანსის კონფერენციაზე.
„დაწყებული კასპიის ზღვიდან, ეს არის ნავთობსადენი, გაზსადენი და ორივე მათგანი თურქეთში გადის, ხოლო მესამე მილსადენი აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით შავი ზღვის სანაპირომდე აღწევს. ჩვენ გვჯერა, რომ არსებობს მრავალი სფერო, სადაც შეგვიძლია განვითარება.
თქვენ მკითხეთ ენერგოდამოუკიდებლობის შესახებ. ჩვენ გვაქვს საქართველოში ელექტროენერგიის წარმოების გაზრდის ათწლიანი გეგმა. ჩვენ ძალიან მდიდარი ვართ ჰიდრორესურსებით და მომდევნო 10 წლის განმავლობაში საქართველოში სამი მსხვილი ჰიდროელექტროსადგურის აშენებას ვაპირებთ, რაც გაასამმაგებს და დააჩქარებს ქვეყანაში ელექტროენერგიის გამომუშავებას. ჩვენ ასევე ვმუშაობთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტზე ჩვენს რუმინელ, უნგრელ და აზერბაიჯანელ მეგობრებთან ერთად“, - აღნიშნა სამხარაძემ.