ნიკოლოზ მეტრეველი სუს-ის მიერ დაკავებულ გიორგი ქემოკლიძეზე: კაცი, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" ბინძური დავალებების შემსრულებელი იყო, ცხადია, ახალი ხელისუფლების პერიოდშიც არც ზნეს იცვლიდა და არც ფერს, საკითხავი ის არის, ვინ მფარველობდა და აწინაურებდა

ნიკოლოზ მეტრეველი

"როდესაც სახელმწიფო ვერტიკალში რაღაც ცუდი და ჯერჯერობით ამოუხსნელი ხდება ხოლმე, რატომღაც გვიკვირს, თუმცა, ხშირ შემთხვევაში პასუხი ბევრად ბანალურია", - წერს ანალიტიკოსი, ნიკოლოზ მეტრეველი, რომელიც პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილის, გიორგი ქემოკლიძის დიდძალი ქონების შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება.

მისი განცხადებით, გიორგი ბაჩიაშვილის საქმესთან დაკავშირებით სუს-ის მიერ დაკავებული ქემოკლიძე "ნაცმოძრაობის" ბინძური დავალებების შემსრულებელი იყო, თუმცა, საკითხავია ის, თუ ვინ მფარველობდა და აწინაურებდა "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში მას.

"როდესაც სახელმწიფო ვერტიკალში რაღაც ცუდი და ჯერჯერობით ამოუხსნელი ხდება ხოლმე, რატომღაც გვიკვირს, თუმცა ხშირ შემთხვევაში პასუხი ბევრად ბანალურია. გიორგი ქემოკლიძე, კაცი რომელიც ნაციონალური მოძრაობის ყველაზე ბინძური დავალებების შემსრულებელი იყო, ცხადია ახალი ხელისუფლების მმართველობის პერიოდშიც არც ზნეს შეიცვლიდა და არც ფერს. საკითხავი ის არის, თუ ვინ მფარველობდა წლობით მსგავს ოდიოზურ პირს და უფრო მეტიც - კიდევაც აწინაურებდა?!" - წერს ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში.