საქართველოს ელექტროსისტემა სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
1785952261
„ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე არაერთ პოლიტიკურ გვამს შორის, გია ბუღაძესაც მოვკარი თვალი, - წერს ანალიტიკოსი, ნიკოლოზ მეტრეველი, სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, ბუღაძე შესანიშნავად ხატავდა ლენინის პორტრეტს, ახლა კი მისი ახალი ბელადის, სააკაშვილის პორტრეტიც უნდა დახატოს, ექსპრეზიდენტი მხოლოდ ავატარით რომ არ იყოს წარმოდგენილი.
„ამ ადამიანს ვერ დაუვიწყებს ვერავინ, რომ ერთ დროს ლენინის პორტრეტს შესანიშნავად ხატავდა.
ახლა, ბატონ გიას მინდა ვთხოვო, მისი ახალი ბელადის, მიხეილ სააკაშვილის პორტრეტიც სასწრაფოდ დახატოს, რადგან მიშას დონის ფიგურას მხოლოდ ავატარით წარმოდგენა ნამდვილად არ ეკადრება!” - წერს მეტრეველი.