ნიკა გვარამია ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე: როცა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ამას ამბობს, ბუნებრივია ამით არა მხოლოდ ოპოზიცია, არამედ საზოგადოებაც ინტერესდება - ჩვენ არც მკითხავები ვართ და არც გამოცანებს ვიცნობთ, ეს უნდა გაირკვეს

ნიკა გვარამია

პარტია „ახალის“ ლიდერი, ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მას არანაირი ინფორმაცია ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმესთან დაკავშირებით არ აქვს.

გვარამია აცხადებს, რომ როდესაც ის საჯაროდ საუბრობდა ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, მხოლოდ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეყრდნობოდა, რომელიც ყოფილმა პრემიერმა რამდენიმე დღის წინ ციხიდან გაავრცელა.

„როცა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ამას ამბობს, რომელსაც ალბათობა მაღალია, რომ ინფორმაცია შეიძლება მსგავს ქმედებებზე ჰქონდეს მისი ხელისუფლებაში ყოფნიდან მაინც, ბუნებრივია ამით, არა მხოლოდ ოპოზიცია, არამედ საზოგადოებაც ინტერესდება. ჩვენ არც მკითხავები ვართ და არც გამოცანებს ვიცნობთ, ეს უნდა გაირკვეს“, - აღნიშნა გვარამიამ.

ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე გაკეთებული განცხადებების გამო, პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვები იწყება.

პატიმრობაში მყოფმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მორიგი წერილი გამოაქვეყნა, სადაც აცხადებს, რომ პასუხი უნდა გაეცეს შემდეგ კითხვას - რა გახდა უფლებადამცველი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი.