NBC News: ევროპა რუსეთის შიშით ყველაზე ექსტრემალური სამხედრო სცენარისთვის ემზადება

ფოტო: Getty Images

ევროპა ყველაზე ექსტრემალური სამხედრო სცენარისთვის ემზადება, რადგან ზოგიერთი სახელმწიფო შიშობს, რომ უკრაინის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი საკუთარ არმიას მათ წინააღმდეგ მიმართავს. ინფორმაციას NBC News-ი ავრცელებს.

ამერიკული ტელეარხის ინფორმაციით, ლიეტუვა რუსეთთან დამაკავშირებელი ხიდების დანაღმვას გეგმავს, ბალტიის ზღვის სიახლოვეს ნატოს გემები რუსეთის ე.წ. ჩრდილოვან ფლოტზე ნადირობენ.

NBC News-ის ინფორმაციით, ევროპის ქვეყნების თავზე კი ისრაელის რკინის გუმბათის მსგავსი სარაკეტო თავდაცვის სისტემის მშენებლობა იგეგმება, რომლის მიზანიც უშუალოდ მოსკოვის მიერ ნასროლი რაკეტების ჩამოგდება იქნება.