,,ნაცმოძრაობის” წარმომადგენლები გამოვიდნენ სააშკარაოზე და, ფაქტობრივად, განაცხადეს, რომ სადავეები ამ რევოლუციური სცენარისა მათ ხელშია" - გია ვოლსკი

ვოლსკი

,,ნაცმოძრაობის" წარმომადგენლები, ბოლო პერიოდში, გამოვიდნენ სააშკარაოზე და, ფაქტობრივად, განაცხადეს, რომ სადავეები ამ რევოლუციური სცენარისა მათ ხელშია", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა, ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ისაუბრა.

"არაერთი განცხადება მოვისმინეთ ლევან ხაბეიშვილისაგან, სხვა აქტორებისაგან. ბაჩო ახალაიას ფიგურაც გაჩნდა ამ პროცესებში და ის, რასაც თამარ ჩერგოლეიშვილი ამბობს, არავითარი სიახლე არ არის. ამავე დროს, მას გარკვეული პოლიტიკური მიზნები გააჩნია - იმ ხალხის მოზიდვა მხარდაჭერებში, რომლებიც ემიჯნებიან რევოლუციური პროცესის განვითარების იდეას", - აცხადებს გია ვოლსკი.

შეგახსენებთ, 4 ოქტომბრის საქმეზე საქალაქო სასამართლოში გამოძიების შეკითხვებს "ფედერალისტების" ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა უპასუხა. თამარ ჩერგოლეიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ 4 ოქტომბრის ავანტიურაში ჩართული იყო ბაჩო ახალაია და სწორედ მის სახლში იმართებოდა წინასწარ დაანონსებული დამხობის ორგანიზატორების შეხვედრები და რომ საქმის კურსში იყო მიხეილ სააკაშვილიც. თუმცა, ჩერგოლეიშვილი მკაფიოდ აცხადებს, რომ ამ მოვლენების მოწმედ არ გამოდგება.